4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ინფიცირების გამო, მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.

„კორონავირუსი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს“, – ამბობენ ადმინისტრაციაში.

LB loan image desktop LB loan image mobile