4 წელში არცერთი უსახლკარო თბილისელი არ იქნება, 400 უსახლკარო ოჯახი გვყავს - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში „არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ იქნება“.

კალაძის განმარტებით, თბილისში 400 უსახლკარო ოჯახია და 4 წლის შემდეგ 400-ვე იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელით.

„მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ადამიანი იყოს ქალაქში, უფრო მეტი შეძლებული და ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასთან, აღმშენებლობასა და წინსვლასთან ერთად, ასე იქნება ნამდვილად.

ასევე, მნიშვნელოვანია ის სიახლეები, რომლებიც ამ მიმართულებით შემოვიტანეთ – მხარდაჭერის პროგრამები. მაგალითად, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ იქნება. 400 ოჯახი გვყავს, ვისაც ეს სტატუსი აქვს და პირობას გაძლევთ, რომ თბილისში 4 წლის განმავლობაში 400-ვე ოჯახივე დაკმაყოფილდება საცხოვრებელით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.