48 გარდაცვლილი, 946 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის სტატისტიკა 13 სექტემბერს

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 192 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.

12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 133, ქვემო ქართლი – 38, შიდა ქართლი – 36, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.