537 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი | კოვიდსტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმთელდა 128 და გარდაიცვალა 8 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.45%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი 290 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 29, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 258 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პაციენტი. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 799 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.