55%, ვისაც სმენია უზენაესში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, პროცესს უნდობლობას უცხადებს - EMC

პუბლიკა

2019 წელს, სექტემბრის დასაწყისში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პარლამენტმა კანდიდატებთან გასაუბრებები ჩაატარა და 12 დეკემბერს 14 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დაამტკიცა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 2020 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის აზრი გაყოფილია მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ნდობის თვალსაზრისით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია ამ პროცესის შესახებ, ამ პროცესის მიმართ ნდობა მაღალი არ არის, ახალდანიშნულ მოსამართლეებზე კი უმეტესობას არაფერი სმენია.

გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხეს: უზენაეს სასამართლოში კანდიდატების დანიშვნის შედეგად საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება, იგივე დარჩება თუ გაუარესდება. ქართულ ენაზე მოსაუბრე სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედის (26%) აზრით, 14 კანდიდატის დანიშვნის შედეგად ქვეყანაში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება. მოსახლეობის იგივე წილი (26%) მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება იგივე დარჩება. მოსახლეობის მეხუთედი (20%) კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულება გაუარესდება.

კვლევის მიგნებების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.