55 წელს ზემოთ პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ. ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 აპრილიდან აიცრებიან.

„სულ 8 909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6 893 „ასტრაზენეკას“, 2 016 პირი კი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.