56% წამლის საფასურს ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს – NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 56% წამლის საფასურს ასახელებს. – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

25% ასახელებს სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურს, 18% კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.