6 მარტი | კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი

პუბლიკა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 355 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.6 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 344-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა
  • აჭარა – 17
  • იმერეთი – 48
  • ქვემო ქართლი – 8
  • შიდა ქართლი – 30
  • გურია – 14
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23
  • კახეთი – 19
  • მცხეთა-მთიანეთი – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 29, იმერეთში – 71.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 9.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 153, ხოლო აჭარაში – 19.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 789 პირი, აჭარაში – 560, იმერეთში – 691.