დანაშაული სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას და საპროტესტო აქციას ეხმაურება.

გია ვოლსკი წერს, რომ პროტესტის პათოსი ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და შეუსაბამო დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვს ბადებს.

ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს“, – წერს ვოლსკი.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

„ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები.

„ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.