7 482 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი | კორონავირუსის 25 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 583 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  21.03%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა – 406, იმერეთი – 1 266, ქვემო ქართლი – 310, შიდა ქართლი – 455, გურია – 279, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 528, კახეთი – 599, მცხეთა-მთიანეთი – 173, სამცხე-ჯავახეთი – 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 284 საიდანაც: 5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 217, აჭარაში – 547, იმერეთში – 856.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 108 პირი, მათ შორის, თბილისში – 471, აჭარაში – 131, იმერეთში – 309. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი,  მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.