7 პაციენტი აპარატულ სუნთქვაზეა, მათგან 3 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - ექიმი

პუბლიკა

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” რეანიმაციაში მოთავსებული 8 პაციენტიდან 7 აპარატულ სუნთქვაზეა, მათგან სამი პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკის ხელმძღვანელმა, ლალი ტურძელაძემ ამ დროისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე „TV პირველთან“ ისაუბრა.

„47 პაციენტს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია და საშუალოდან მძიმესკენ გადახრილი პაციენტები არიან, 12 შემთხვევა არის საშუალო სიმძიმის და დანარჩენი – მსუბუქი პაციენტები”, – განაცხადა ტურძელაძემ.

STOPCOV.GE-ს მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 420;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 111;
  • გარდაცვლილი – 5;
  • კარანტინის რეჟიმში – 5223;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.