Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 456 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 821 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%. გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 339 315-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 320 777-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 654 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 669 შემთხვევა, აჭარა – 114, იმერეთი – 184, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 43, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 56, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.