1 ივნისიდან კვების ობიეტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა მსუბუქდება.

„კერძოდ, დღვანდელი გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან კვების ობიეტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – განაცხადა ბრიფინგზე საოპერაციო შტაბის უფროსმა.