შესაძლოა, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს შემთხვევების ზრდა, მუტირებული შტამების ხარჯზე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ხელმაძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალური პროგნოზი ასეთია, რომ შემთხვევათა რაოდენობა ყველგან თანდათან ნელი ტემპით მოიკლებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ასევე გლობალურად შემთხვევების ზრდა, ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე.

„ამიტომ ყველგან, სადაც კი შემსუბუქება მიმდინარეობს და ეს მიმდინარეობს ევროპის ყველა ქვეყანაში თითქმის, არის მეტი ყურადღება რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრის თავიდან არიდება და რაც შეიძლება მეტი აცრა“, – განმარტავს გამყრელიძე.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 456 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 821 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%. გარდაიცვალა 15 პაციენტი.