508 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 27 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის 12 320 ანტიგენის და 12 038 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.47%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 42, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი.