15 იანვრიდან კინობიბლიოთეკა გაიხსნება

პუბლიკა

15 იანვარს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებით, დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ.

„აქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაიერები და სხვა. დასაწყისისთვის აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა. მანამდე კი, თუ სურვილი გექნებათ, ის რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაიერი და ა.შ. მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი. თქვენს მიერ მოწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება“, – აცხადებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.