ე.წ. აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა - გამყრელიძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებებით, ქვეყანაში, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის (B1.351) ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას, დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოქმნილი შტამები აბრევიატურებით მოვიხსენიოთ. ე.წ. აფრიკული შტამის დასახელებაა B1.351.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული საქართველოში დუბაიდან შემოვიდა. მისივე განცხადებით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის „სრულად განკურნებულია“. გამოკვლეულია ოჯახის კონტაქტები და მათგან ყველა უარყოფითია.

რაც შეეხება B1.351 შტამს, ის გასული წლის სექტემბერში იდენტიფიცირებულ იქნა სამხრეთ აფრიკაში. გავრცელებულია აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში.

გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის ეს ფორმა ერთნაირად აზიანებს ბავშვებსაც და მოზრდილებსაც და ხასიათდება მეტი სიმწვავით.