გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება 2-3 კვირის წინანდელ პერიოდს - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება 2-3 კვირის წინა პერიოდს, როცა ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

„გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება 2-3 კვირის წინა პერიოდს, (ახალი შემთხვევების) მაღალ მაჩვენებლებს, როგორც ვიცით, მოგვიანებით გარდაცვალების შემთხვევების მატება მოჰყვება. ვფიქრობთ, უკვე შემთხვევების კლებასთან ერთად, 2 კვირაში გარდაცვალების შემთხვევების კლებაც უნდა დავინახოთ, თუ, რა თქმა უნდა, არ გაუარესდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამისთვის მნიშვნელოვანია ზედმიწევნით იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც ვიცით,  რომ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.