Covax-ით, დაახლოებით, Novavax-ის 700 000 და johnson & Johnson-ის 130 000-მდე ვაქცინას მივიღებთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე კვარტალში (ივლის-აგვისტო-სექტემბერში) Covax-პლატფორმის საშუალებით, საქართველო მიიღებს Novavax-ის ვაქცინის, დაახლოებით, 700 000 და Johnson & Johnson-ის 130 00-მდე დოზას.

„იცით, რომ მოსალოდნელია და ეს დაზუსტებულია – უკვე ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში sinopharm-ის 100 000 დოზას მიიღებს ქვეყანა. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრული Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება. covax-ის პლატფორმამ დაადასტურა მესამე კვარტალში დაახლოებით Novavax 700 000 და დაახლოებით 130 000-მდე  johnson & Johnson-ის მოწოდება. ანუ მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი მარაგი ვაქცინების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე კვარტალში განსაზღვრულია მოსახლეობის ინტენსიური, მასობრივი ვაქცინაცია.

„დღეში უნდა აიცრას დაახლოებით 15 000- 16 000 ადამიანი. საამისოდ ქვეყანა ემზადება შესაბამისი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოსაწესრიგებლად“, – განაცხადა გამყრელიძემ.