აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს - შაჰინი

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს.

„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.