მოძრაობა „სირცხვილიას“ ცნობით, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს.
„დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა!“ – ამ წუთებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროკურატურასთან აპროტესტებენ. მაქარაშვილის გარდა, შსს-ს ცნობით დაკავებულია კიდევ 5 პირი ადმინისტრაციული წესით.
„პუბლიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ აქციიდან პოლიცამ ძალის გამოყენებით სულ 8 პირი გაიყვანა.