832 ახალი, 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 5 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  348 594-ს.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა;
  • აჭარა – 66;
  • იმერეთი – 67;
  • ქვემო ქართლი – 65;
  • შიდა ქართლი – 28;
  • გურია – 13;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70;
  • კახეთი – 35;
  • მცხეთა-მთიანეთი – 13;
  • სამცხე-ჯავახეთი – 14;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 897, აჭარაში – 337, იმერეთში – 436. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში – 362, აჭარაში – 85, იმერეთში -149. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 12, იმერეთში – 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27, ხოლო აჭარაში – 0.

სულ  6 ოქტომბრიდან – 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 822 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 231, პირი, აჭარაში – 2 314, იმერეთში – 1 502.