10 ივნისი | კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 253 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 705 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 128 პირი, გარდაიცვალა 14 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 954-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.59%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 128 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 023-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 996 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 16, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.