საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია StopCov.ge-ის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა, დღემდე ვირუსს 5 ათასზე მეტი – ჯამში 5 012 პაციენტი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა.
ხოლო მსოფლიოს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, Worldometers-ის დღევანდელი მონაცემებით ჯამში 3 788 966 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ადამიანი, 614 007, ამერიკის შეერთებული შტატებში ფიქსირდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 842 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 695 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 797 პირი, გარდაიცვალა 16 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.84 %.