Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 734 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 775 პირი, გარდაიცვალა 23 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67%
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 103-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 083 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 131, ქვემო ქართლი – 81, შიდა ქართლი – 58, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.