თუ ვაქცინირებული აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე უნდა ეკეთოს - იმნაძე

პუბლიკა

თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში, პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში, პირბადე უნდა გეკეთოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 216 742 აცრაა ჩატარებული, სრულად ვაქცინირებულია 72 015 ადამიანი.