769 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 19 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 272 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 769  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 460  პირი, გარდაიცვალა 17 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.46 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  358 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 837-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა
  • აჭარა – 46
  • იმერეთი – 62
  • ქვემო ქართლი – 58
  • შიდა ქართლი – 23
  • გურია – 4
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44
  • კახეთი – 44
  • მცხეთა-მთიანეთი – 14
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 481, აჭარაში – 210, იმერეთში – 386.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 57, იმერეთში -134.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 – თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 4.

სულ  6 ოქტომბრიდან – 18 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 861 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 651, პირი, აჭარაში – 1 189, იმერეთში – 1 097.