მოქალაქეებმა, რომლებსაც AstraZeneca-ის ვაქცინის მეორე დოზაზე არიან დარეგისტრირებულნი, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო მათი ჯავშანი გადავადებულია.
„AstraZeneca-ის ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო თქვენი ჯავშანი გადავადებულია. ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია“, – წერია მოქალაქეებისადმი გაგზავნილ წერილში.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს კითხვით – რამ გამოიწვია ვაქცინის მოწოდების შეფერხება. NCDC-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ „AstraZeneca-ის ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს ყველა“.