დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა - პრემიერი

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა გამოაცხადა.

მისი თქმით, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, მოსახლეობამ რეკომენდაციები მაინც უნდა დაიცვას.

მისი თქმით, პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარაა, თუმცა რეკომენდირებულია.

„ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს“, – თქვა მან.

გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარება გაკონტროლდება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში, მეტროში, დახურულ შენობებში.