ვაქცინაციის პორტალზე კიბერშეტევას შსს იძიებს

პუბლიკა

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ აცრაზე რეგისტრაციის პორტალის შეფერხება კიბერთავდასხმამ გამოიწვია. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და არ შეუძლია კონკრეტული დროის თქმა, როდის აღდგება საიტზე წვდობა. გაბუნიასვე თქმით, იგივე პრობლემაა მიზეზი იმისა, რომ 3 ივლისის კოვიდსტატისტიკა არ განახლდა.