ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის პორტალზე ხარვეზი ჯერ ვერ გამოსწორდა, ტექნიკოსთა ჯგუფი კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინის ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდი booking.mov.gov.ge, სადაც მოქალაქეებს დოზები უნდა დაეჯავშნათ, გაითიშა. სამინისტროს ცნობით, მიზეზი პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევაა.