12 ივლისი | კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა, 16 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 200 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 659 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 713 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 592 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 17, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.