კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 12 ადამიანი ერთჯერადად იყო აცრილი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ვებინარზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით მხოლოდ პირველი დოზით აცრილი 12 ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა, გადაუმოწმებელად ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 384 387-ია. გამოჯანმრთელებულია – 362 957, გარდაცვლილია – 5516. სულ აცრილია 334 199 პირი.


ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 466 პირი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.