„როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე. თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, როგორც ეს ამასწინათ მესტიაში, ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახში გააკეთა, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად. მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ.
ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს 3 ოქტომბერს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით”, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა გუშინ, 22 ივლისს „მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. შემდეგ კი facebook-ზე დაწერა, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს.
ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, რომ თეატრის დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა.