ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე წინა ორი ვერცხლის მედალიც ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოში მოიპოვეს.