ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თუშიშვილი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, ჩეხ მეტოქესთან ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა. თუმცა ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, რუსი ტამერლან ბაშაევი იპონით დაამარცხა და ამით მან მედალი გაინაღდა.
ოლიმპიური სპორტის ამავე სახეობაში საქართველოს დელეგაციამ მანამდე კიდევ სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა აიღო. ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა.