ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანტონ პლესნოიმ, რომელიც 96 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლესნოის გამარჯვებამ საქართველოს მე-5 მედალი მოუტანა.
4 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მედროშე, 2018 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 109 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს – ორქროს მედალი ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლს ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.