ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება და მისი მეტოქე კუბელი ლოპეს ნუნეზი იქნება.
ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა.
ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 3 სპორტსმენი შეეცდება: რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე და გიორგი მელია.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების სახელზე 5 მედალია. ქვეყანას 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს – 1 ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა, 3 ვერცხლის – ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა. ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ძალოსანი ანტონ პლესნოი.