ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა რეკორდსმენმა, მძიმეწონოსანმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ აკვრაში 245 კილო ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე მან, აკვრაში 265 კგ-ს სძლია და ატაცში დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ მორიგი რეკორდი აკვრაშიც დაამყარა. საერთო ჯამში კი 488 ქულა მოაგროვა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

მანამდე ტალახაძემ ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად ასწია, მეორეზე 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პირველი ოქროს მედალი მან, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

საქართველოს ოლიმპიადაზე ჯამში უკვე 7 მედალი აქვს მოპოვებული. 4 მედალი საქართველოს ძიუდოისტებმა მოუტანეს – ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლის – ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.

კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ კი კიდევ ერთი ვერცხლის მედალი 2 აგვისტოს მოიპოვა.