საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს ეხმაურება, რა დროსაც დაიღუპა 90 და დაშავდა სულ მცირე 150 ადამიანი.
„მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს. ვლოცულობ იმ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ევაკუაციის პროცესის მხარდაჭერაში და გამოვხატავთ სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი ტვიტში.
I strongly condemn the #Kabul terrorist attack. My prayers go to the Afghan civilian and US military victims.
The evacuation has to proceed peacefully. ?? will continue to take its share in support of those handling the evacuation and expresses #solidarity in front of violence.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 27, 2021
ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გარდაცვლილებს შორისაა დაჯგუფების 28 წევრი. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 150 დაშავებულზე.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.