კალათბურთის ლეგენდა, კობი ბრაიანტი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

პუბლიკა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ამერიკული მედიის ცნობით, ბრაიანტის ვერტმფრენმა კატასტროფა კალიფორნიაში განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 4 ადამიანიც.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო.

ლეიკერსის ლეგენდამ კარიერის განმავლობაში, რომელიც  2016 წელს დაასრულა, NBA ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო. ორჯერ დაასახელეს NBA-ს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ. ოთხჯერ აღიარეს ყველა ვარსკვლავის მატჩის რჩეულად. ათჯერ შეიყვანეს NBA-ს პირველ გუნდში.