„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
„ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 17 სექტემბრის ფარგლებში ჩატარდა. გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, რომელთაგან ფავორიტი პარტია 89.7%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.
შეკითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?
- „ქართული ოცნება“ – 49.2%
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 29.8%
- „საქართველოსთვის“ – 4.1%
- „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2.8%
- „ლელო“ – 2.1%
- „პატრიოტები“ – 1.9%
- „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.2%
- „მოქალაქეები“ – 1.2%
- „ლეიბორისტები“ – 1.1%
- ევროპული საქართველო – 1.1%
- „გირჩი“ – 0.6%
- სხვა პარტიები – 4.9%
პაპუაშვილის თქმით, რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 7-ვე კანდიდატი იგებს არჩევნებს.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება: „ოცნება“ – 24 მანდატი, ენმ – 10 მანდატი, „საქართველოსთვის“ – 1 მანდატი.
შეკითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
- არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 54.1%
- გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 30.6%
- ირაკლი მიქელაძე („საქართველოსთვის“) 4.6%
- გიორგი ფუტკარაძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“) 2.1%
- ბონდო გუგულაძე („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%
- კახაბერ ცისკარიძე („დამოუკიდებელი კანდიდატი“) 1.2%
- სხვა კანდიდატები 5.5%
მმართველი გუნდის პროგნოზით, არჩილ ჩიქოვანი პირველივე ტურში იმარჯვებს.