არ ვაპირებ სპეკულირებას ამ საკითხზე. არ უნდა იყოს მეტი დაპირისპირება - დეგნანი სააკაშვილზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე გააკეთა კომენტარი.

ელჩმა ვარაუდების გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდი გარემოს შექმნა.

„ვერ გამოვთქვამ ვარაუდს ან სპეკულაციას ამ საკითხზე. ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის, სააკაშვილის მხრიდან, თუმცა ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მშვიდი და წყნარი გარემო და არ უნდა იყოს მეტი პოლიტიკური დაპირისპირება ან ძალადობა. მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ჩვენ ყველამ ამას უნდა შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა დეგნანმა. [ელჩის თარჯიმნის თარგმანი]


საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ამავე პოსტის კომენტარებში სააკაშვილი ბილეთის ფოტოს დებს.