25 ოქტომბერი | 46 გარდაცვლილი და კორონავირუსის 1942 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 847 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 650 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%. გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.