რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება ხალხის ჩამოსაყვანად | კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.

მისივე თქმით, ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ აჩვენონ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად.

„2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვას არის თუ არა ეს კონტრაქცია უპასუხა:

„არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი აქცია. რამდენი კაცით ჰყავდათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ თვითონ გასაზღვრეთ, არის თუ არა ეს კონტრაქცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.