„სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო; სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“ - კალაძე

პუბლიკა

„სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას ომბუდსმენის განცხადებაზე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ომბუდსმენმა სააკაშვილის მიღებისთვის ციხის საავადმყოფოს მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ომბუდსმენის თანახმად, ის არ შეესაბამება რეკომენდაციებს და არსებობს უსაფრთხოების რისკებიც.

 „თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.

ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.