არ იქნება 7-ში აქცია, შაბათი და კვირა აგვერია - ხოშტარია

პუბლიკა

„დროას“ დამფუძნებელი და ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ოპოზიციის აქცია 7 ნოემბერს არ ჩატარდება.

„არ იქნება 7-ში. 6-ში იგეგმებოდა. მგონი, შაბათი და კვირა აგვერია. არასწორი იქნებოდა 7-ში ჩატარება“, – წერილობით უპასუხა მან „პუბლიკის“ შეკითხვას.

ნიკა მელიამ დღეს აქციაზე განაცხადა, რომ კვირა დღეს მასშტაბური აქცია ჩატარდება. თავის გამოსვლაში მელიას არც ერთხელ არ დაუზუსტებია აქციის ჩატარების თარიღი.

ჩატარდებოდა თუ არა აქცია კვირას, 7 ნოემბერს, „პუბლიკამ“ აქციაზე მყოფ ვიცე-მერობის ორ კანდიდატთან გადაამოწმა და მათ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს.