„მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცი?" - კახაძე

პუბლიკა

პარლამენტის წევრმა, ლადო კახაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე და მე-18 დაწესებულებაში მისი იძულებით შეყვანის კადრებზე ისაუბრა.

„მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცი? ზოგჯერ ზურგზე მომიკიდებია, ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია უხერხული პოზით. მთავარი იყო, რომ ის ადამიანი ადგილზე მიგვეყვანა… პაციენტი თუ საჭიროებს გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორეზე და ეს არის ურგენტი… ახლა შინაარსზე მითხარიო.

ის პრეზიდენტი მაშინაა ღირსეული, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისგან არაფრით განსხვავდება და არ იკადრებს მოქალაქის ზევიდან ყურებას“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ რეაბილიტაციის ეტაპს სამოქალაქო კლინიკაში გაივლის.