ხვალ, 17:00 საათზე პარლამენტის შენობასთან გელოდებით ყველას - ნიკა მელია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ  ხვალ, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ.

„5 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში. ვარყიოთ ხელისუფლება, რეჟიმი მანამ, სანამ არ ჩამოვანგრევთ“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს „ყოველდღიურად არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი“.

„ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავითვის მომაკვდინებელ შეცდომებს“, – აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ „საერთაშორისო რეაქცია  უფრო და უფრო ძლიერდება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად“.


ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები 8 ნოემბერს დააანონსა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით; მერე არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.