საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს იგი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისადმი მოპყრობის ამსახველ კადრებზე.
„პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ” – თქვა მან.
კვირიკაშვილი „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა. იგი თანამდებობიდან გადადგა, ხელისუფლებამ ოფიციალურ მიზეზად „იუნისეფის” მიერ სიღარიბის კვლევის შედეგები დაასახელა.